spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზახაროვა – ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას

ამომრჩევლებმა 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს სტაბილურობას, განვითარებას და საქართველოსთვის ტრადიციულ ღირებულებებს, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.

მისი თქმით, “რუსეთი დასავლეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას პატივს სცემს”.

“ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ადასტურებს ჩვენი დასკვნების სისწორეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონი და ბრიუსელი აკეთებდნენ ყველაფერს, რათა გავლენა მოეხდინათ ქართველი ამომრჩევლის არჩევანზე და ეს იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა ხალხმა გადაწყვიტეს შეეზღუდათ გარე გავლენის შესაძლებლობები თავიანთი ქვეყნის საშინაო საქმეებზე.

დასავლეთის ველურ ისტერიას მოჰყვა პირდაპირი დასჯა, მათ შორის პირადი სანქციები, დაფინანსების „გაყინვა“ და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება.

კოლოსალური ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ამომრჩევლებმა 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს სტაბილურობას, განვითარებას და საქართველოსთვის ტრადიციულ ღირებულებებს. ისინი მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრის ალტერნატივა იქნებოდა დესტაბილიზაცია და რეგიონული დაძაბულობის ზრდა. საქართველოს უახლოესმა მეზობლებმა რეგიონში, ასევე დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა უკვე მიულოცეს “ქართულ ოცნებას” დამაჯერებელი გამარჯვება. ისეთმა მიკერძოებულმა სტრუქტურებმაც კი, როგორიცაა OSCE/ODIHR, დაადასტურა, რომ არჩევნები საქართველოში კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით.

რუსეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანა და ჩვენთვის არაა სულერთი, რა ხდება ჩვენ საზღვართან. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დასავლეთისგან განსხვავებით პატივის ვცემთ ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას. იმედი გვაქვს ქვეყნის სტაბილური განვითარების და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზების”, – აცხადებს ზახაროვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები