spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე

“სამართლიანი არჩევნების”  შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მან სავარაუდო დარღვევების კონკრეტული რიცხვები ჩამოთვალა, რასთან დაკავშირებითაც ცესკოში საჩივრებია გაგზავნილი.

“სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში – 104 საჩივარი, ასევე, დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. საოლქო საარჩევნო კომისიებში – 189 საჩივარი 214 ფაქტთან დაკავშირებით, ცესკოში კი 1 საჩივარი.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრები ძირითადი კატეგორიების მიხედვითაა –  საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების გაცემის საკითხი, კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობა, მარკირების პროცედურის დარღვევა.

კენჭისყრის შენობაში გამოვლენილია ინციდენტი-დარღვევა 323, კერძოდ, ბიულეტენების ჩაყრა 2,  მრავალჯერადი ხმის მიცემა-ხმის მიცემის მცდელობა 12,  დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა-გაძევება 30,  მარკირების პროცედურის წესის დარღვევა 76,  ხმის ფარულობის დარღვევა 76, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები 22,  ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები 17, სხვა დარღვევები 62,  საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები 26.

საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილი ინციდენტი-დარღვევა 167-ია, კერძოდ, კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები. ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება 42  საარჩევნო უბნების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა 29 საარჩევნო უბნების.

“სამართლიანი არჩევნების”  შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება”, – განაცხადა ნინო  დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები