ჩვენ ვიკრიბებით 20:00 საათზე და საბოლოო განცხადებებს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე 20:00 საათზე გავაკეთებთ. არჩევნების გაყალბების მტკიცებულება შენს ხელში იყო, როცა ბიულეტენი გააფერადე და უკნიდან ეს ჩანდა და თუ თვალს გაახელთ, ამას დაინახავთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” კითხვებზე პასუხი არ აქვს, მათ იძალადეს ამომრჩევლებზე.
“ეს არ არის არჩევნები, ეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომაა, რომ ბევრს ბლუყუნებს „ქართული ოცნება“, მაგრამ პასუხი არ აქვს ამ კონკრეტულ საკითხზე. მათ იძალადეს ამომრჩეველზე ფარულობის დარღვევით.
ახლა მეორე საკითხი – ჩვენ ვიკრიბებით 20:00 საათზე და საბოლოო განცხადებებს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე 20:00 საათზე გავაკეთებთ. არჩევნების გაყალბების მტკიცებულება შენს ხელში იყო, როცა ბიულეტენი გააფერადე და უკნიდან ეს ჩანდა და თუ თვალს გაახელთ, ამას დაინახავთ. ამას ჰქონდა ტოტალური ხასიათი, რომელმაც ტოტალური კონტროლის მექანიზმი შექმნა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.