spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – 8 წელია, მართავენ როგორც საკუთარ კომპანიას და მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე

8 წელია, მართავენ როგორც საკუთარ კომპანიას და მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საწარმო ეკუთვნის უკრაინელ და ამერიკელ პირებს, რომელიც 8 წელია, იძარცვება “ქართული ოცნების” მიერ.

“ერთ-ერთმა უკრაინელმა ოლიგარქმა იყიდა ეს საწარმო, რომელიც ახლა ციხეში ზის. ამ კაცმა ჩადო ნახევარი მილიონი დოლარი ამ კომპანიაში, მათ შორის, ენერგეტიკის მხრივაც და ყველა ზიანი, რაც კი, კომუნისტების დროიდან მოყოლებული მათი მმართველობის პერიოდში მომხდარა ჭიათურაში და ზესტაფონში ამ ხალხს მიაწერეს, მოსთხოვეს ზიანის ანაზღაურება, დააკისრეს ჯარიმები, შეიყვანეს დროებითი ადმინისტრაცია და იმ დღიდან მოყოლებული, ივანიშვილის კლანი მართავს ამ ყველაფერს, კერძოდ ვიღაც რიჟა, ასე ეძახიან ზედმეტსახელს და ყველამ იცის ვინ არის ეს რიჟა. ეს აფინანსებს “ქართულ ოცნებას“, “ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების ოჯახებს, მედიასაშუალებებს. ბოლოსკენ გამოჩნდა, რომ არავითარი ეკოლოგიური ზიანი არ აღმოუფხვრია არავის, არაფერი დაუხარჯიათ საერთოდ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად არც ზესტაფონში და არც ჭიათურაში, ეს იყო საბაბი უცხოური ინვესტორის ქვეყნიდან გაგდებისა.

8 წელია, მართავენ როგორც საკუთარ კომპანიას და მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. იმიზეზებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე შეიცვალა ფასები. უცხოეთშიც ხდება მსგავსი რაღაცები და ისინი რატომ არ იკეტებიან? მაშინ, როდესაც ეს საწარმო არ არის არავისი, არც სახელმწიფოსი, რადგან ეს არის იმ ადამიანის, რომელიც ციხეში ზის და ბუნებრივია, რომ გაძარცვეს ეს კაცი. ამაზე პასუხს აგებენ მაშინვე, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო პირველი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს. “ჯორჯიან მანგანეზი” 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებს მუშაობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები