ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და მეტი არავის. როდესაც ჩნდება მტერი, რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება წაართვას ხალხს, ჩვენი ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ და ეს დავიბრუნოთ. ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროტესტი არის შედეგზე ორიენტირებულ პროცესი, შესაბამისად, ყოველ ჯერზე იქნება ანგარიში, თუ რას ემსახურება კონკრეტული აქცია.
“ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და მეტი არავის. როდესაც ჩნდება მტერი, რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება წაართვას ხალხს, ჩვენი ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ და ეს დავიბრუნოთ. ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე. ამ გადამწყვეტ მომენტში სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება, სადაც ვიბრძოლებთ ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ გამარჯვებულები, რადგან გვაქვს თქვენი ნდობა. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ იქნება ეს ქვეყნის გარეთ, თუ ქვეყნის შიგნით, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას. პროტესტი არის შედეგზე ორიენტირებულ პროცესი, შესაბამისად, ყოველ ჯერზე ჩავაბარებთ ანგარიშს საზოგადოებას თუ რას ემსახურება კონკრეტული აქცია. ორშაბათს 7 საათზე, რუსთაველზე, ჩვენ გვინდა, რომ მთელ მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ ვიცით ის კრიმინალი, რაც განხორციელდა და ამას არავის ვაპატიებთ. იქვე წარვადგენთ იმ მექანიზმებს, რითაც ვაპირებთ დაპირისპირებას. ჩვენს შტაბში შექმნილია ის ჯგუფი, მიმართულება, რომელიც ხვალვე მოიწვევს ყველა აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფს. ერთიანად გავაგდებთ რუსებს ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.