spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – დღეს აქციები მიჰყავს პოლიტიკოსებს, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ

ხვალ პროტესტის დაგეგმვის ჯგუფი იკრიბება, ვისაც სურვილი გაქვთ, დაგვიკავშირდით. დღეს აქციები მიჰყავს პოლიტიკოსებს, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს გამოსავალი მწვავე პროტესტის გარდა.

“ვერავინ ვერ მეტყვის მე, რომ მწვავე პროტესტის გარდა არსებობს რაიმე სხვა ნაბიჯი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მე პირადად მზად ვარ ყველაფრისთვის, დავიცვა ჩემი სამშობლო, დავიცვა ჩემი ქვეყნის მომავალი. მე მინდა, რომ ამ პროცესში გვქონდეს ერთმანეთის ნდობა.  უნდა ვენდოთ და გავყვეთ რაღაც პროცესში ერთმანეთს. ხვალ პროტესტის დაგეგმვის ჯგუფი იკრიბება, ვისაც სურვილი გაქვთ, დაგვიკავშირდით.

დღეს აქციები მიჰყავს პოლიტიკოსებს, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. სადაც პირველი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი, პირველი ვიქნებით ჩვენ, მე ვიქნები პირადად. არცერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები