მთავარი აქტორი ამ ბრძოლისა არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამ ბრძოლისთვის არის ის, რომ დავინახეთ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ერთიანობა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს დარღვევის ის მტკიცებულებები, რომელიც გადაითარგმნება პოლიტიკურ პროცესში.
“მთავარი აქტორი ამ ბრძოლისა არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამ ბრძოლისთვის არის ის, რომ დავინახეთ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ერთიანობა, ერთიანი სულისკვეთება. ჩვენ არ დაგვინახავს ყოყმანი და მცდელობა იმისა, რომ ამ ფალსიფიკაციას დავარქვათ რაიმე სხვა, გარდა რუსული სპეცოპერაციისა.
ჩვენ გვაქვს რეალურად კონსოლიდირებული ძლიერი მტკიცებულებები, რომელსაც გადავთარგმნით პოლიტიკურ პროცესში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.