spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი

ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი. ასე ვუყურებდით ამ არჩევნებს, რომ ეს არის შესაძლებლობა ევროინტეგრაციის პროცესისა, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ემიგრანტებს პრობლემები შეექმნათ საარჩევნო უბანზე არსებული რიგების გამო.

“ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის,  რომ ეს არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი.  ასე ვუყურებდით ამ არჩევნებს, რომ ეს არის შესაძლებლობა ევროინტეგრაციის პროცესისა.

ამომრჩევლის ნების კონტროლი არის თავისუფალი ნების გამორიცხვა იმთავითვე. როგორც ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ისეა თავისუფალი ნების გამოვლენა.

რაც შეხება ემიგრანტებს, ძალიან ბევრს შეეზღუდა უფლება იმის გამო, რომ იქ, საზღვარგარეთ უბანზე იყო დიდი რიგები და არ იყვნენ საკმარისი რაოდენობის რეგისტრატორები, რის გამოც, პრობლემები შეექმნათ ადამიანებს და ბევრი მათგანი გაბრუნდა კიდეც”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები