spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი,  მეორე კი ექბარ ისკანდაროვია.

ორივე მათგანი 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად არჩევნების დღეს მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების უკანონო ჩაყრა ედებათ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.

დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები