საქართველოში ხალხისთვის ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება არის, არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ყველას უფლებაც და ვალდებულებაც, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების აზრია განმსაზღვრელი.
“საქართველოში ხალხისთვის ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება არის არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ყველას უფლებაც და ვალდებულებაც. ჩვენ არ ვართ მარტო ამ ქვეყანაში, ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია განმსაზღვრელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება და შეხედულებები, რადგან ყველამ ერთიანი ძალებით შევძლოთ იმ მიზნამდე მიღწევა, რისთვისაც ვიბრძვით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. საპროტესტო აქციების საორგანიზაციო შეხვედრაში 3 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს.