spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – ჩვენ რაზეც ვდაობთ, ეს არის ფარულობის დარღვევის სისტემური პრობლემა და არა ცალკეული შემთხვევები

ჩვენ რაზეც ვდაობთ, ეს არის ფარულობის დარღვევის სისტემური პრობლემა და არა ინდივიდუალური, ცალკეული შემთხვევები, რომელიც ყოველ არჩევნებზე შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების მთავარი ელემენტი, ხმის ფარულობა ამ არჩევნებზე არ იყო დაცული იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

“ჩვენ რაზეც ვდაობთ, ეს არის ფარულობის დარღვევის სისტემური პრობლემა და არა ინდივიდუალური, ცალკეული შემთხვევები, რომელიც ყოველ არჩევნებზე შეიძლება მოხდეს. ინდივიდუალურ შემთხვევებში შედის, მაგალითად, შემთხვევა, როდესაც კაბინაში ვინმე შეჰყვება ამომრჩეველს, ის უნებართვოდ გადაშლის ბიულეტენს და ნახავს, მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ პრობლემაზე, აქ არის ადმინისტრირების პრობლემა. ჩვენ ამაზე ვდაობთ და ვამბობთ, რომ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების მთავარი ელემენტი, ხმის ფარულობა ამ არჩევნებზე არ იყო დაცული იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, რადგან ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ უბნებზე, წარმოდგენილი იყო ბიულეტენი, რომელიც მეორე მხარეს ტოვებდა გაფერადებული წრის ნიშანს. ამომრჩევლის ხმის ფარულობა ამ არჩევნებზე ვერ დაიცვა სისტემამ, რომელიც არჩევნების დღეს იყო გამოყენებული“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები