spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – სამწუხაროდ, ტერორისტებმა იციან, როგორ გამოიყენონ დრო, რომელსაც თავისუფალი სამყაროს გაურკვევლობა ანიჭებთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე 2 ნოემბერს დრონების თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ იცის, როგორ გამოიყენოს ის დრო, რომელსაც მას მსოფლიოს გაურკვევლობა აძლევს.

“უკრაინის ქალაქებზე მუდმივი ტერორისტული თავდასხმები ადასტურებს, რომ რუსეთზე და მის თანამზრახველებზე ზეწოლა საკმარისი არ არის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსული დრონების თავდასხმის გამო კიევის სხვადასხვა რაიონში არის ზარალი, არიან დაშავებულები, იყო დარტყმები პოლტავას, სუმისა და ხარკოვის ოლქებში.

ზელენსკის თქმით, საჭიროა მეტი ზეწოლა რუსეთის შესაძლებლობებზე ასეთი იარაღის წარმოებისთვის.

”ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობა გავანადგუროთ “შაჰიდის” საცავის ბაზები და მთელი არსებული ინფრასტრუქტურა მათი წარმოებისა და ლოგისტიკის მიზნით, სამწუხაროდ, ტერორისტებმა იციან, როგორ გამოიყენონ დრო, რომელსაც თავისუფალი სამყაროს გაურკვევლობა ანიჭებს მათ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები