ჩვენ გვაქვს მოქმედების ვალდებულება, ეს მოქმედების ვალდებულება არის ქუჩის პროტესტი, ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს კონკრეტულ ფორმებზე, თუ, როგორ იქნება შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი.
“ჩვენ გვაქვს მოქმედების ვალდებულება, ეს მოქმედების ვალდებულება არის ქუჩის პროტესტი, ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა. ხალხში არის წარმოუდგენელი შემართება, მზაობა, სურვილი მოქმედების და ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ ფორმებზე, კონკრეტულ სცენარებზე, თუ, როგორ იქნება შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციამ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საპროტესტო აქციების საორგანიზაციო შეხვედრაში 3 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა. პოლიტიკოსებმა მოისმინეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოზიცია თუ როგორი უნდა იყოს პროტესტის სამოქმედო გეგმა.