როდესაც ხალხს ართმევენ თავისუფლებას და ართმევენ ყველაზე მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს – არჩევნებს, ამ შემთხვევაში, ერთადერთ გზად რჩება ეროვნული წინააღმდეგობა, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ არჩევნები ყალბდება, პოლიტიკური ცხოვრებაც მკვდარია.
“როდესაც ხალხს ართმევენ თავისუფლებას და ართმევენ ყველაზე მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს – არჩევნებს, ამ შემთხვევაში, ერთადერთ გზად რჩება ეროვნული წინააღმდეგობა და ეროვნული წინააღმდეგობა არის მათ შორის ქუჩის პროტესტიც და ეს პროტესტი უნდა იყოს იქამდე, სანამ ჩვენ არ დავიბრუნებთ მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს ქვეყანაში – არჩევნებს, რომელიც შემდგომში საფუძველს მოგვცემს იმისას, რომ დავიბრუნოთ პოლიტიკური ცხოვრება, რადგან სანამ არჩევნები ყალბდება, პოლიტიკური ცხოვრებაც მკვდარია ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.