spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს არჩევნების დარღვევას, შესაბამისად ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია

ჩვენ ვმუშაობთ ევროპარლამენტის წევრებთან იმისთვის, რომ დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის პარლამენტის მისიის წევრებს აქვთ საშუალება მისიების გაგზავნის.

“ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მისიების გაგზავნის გამოცდილება. მისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ იურისტები და ასევე ტექნოლოგიის ექსპერტები. მათ აქვთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ უახლოეს დღეებში, იმ შემთხვევაში თუ მიიღება ევროპარლამენტის რეზოლუცია. ჩვენ ვმუშაობთ ევროპარლამენტის წევრებთან იმისთვის, რომ დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს არჩევნების დარღვევას საქართველოში, შესაბამისად ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები