პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარტია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მიიღებს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ იმ სამოქალაქო პროტესტში, რომელიც აუცილებელია, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა არაფერი, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, ჩვენ ამაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება.
ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან ისეთი ბმა გვაქვს, რასაც ვერავინ და ვერაფერი გაწყვეტს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება”, – განაცხადა გახარიამ “ფორმულას” ეთერში.
საპროტესტო აქცია ხვალ, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.