ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა. აქედან 213 ადამიანი დაიღუპა ვალენსიაში.
ამ დროის მონაცემებით, ვალენსიის სამხრეთით განგაშის წითელი დონეა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
დღეს ესპანეთის მეფე ფილიპე, დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, ქალაქ პაიპორტაში იმყოფებოდა. მათ მოქალაქეების პროტესტის გამო მალევე მოუწიათ ტერიტორიის დატოვება. ხალხი მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.
ადგილობრივების თქმით, პროტესტის მიზეზი მთავრობის მხრიდან უმოქმედობა იყო, რადგან ისინი არ გააფრთხილეს მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ, რამაც ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.