ბიძინა ივანიშვილმა მოკლა არჩევნები ამ ქვეყანაში, მოკლა პოლიტიკური და პარტიული პროცესი, ამიტომაც, ბუნებრივია, ეს პროცესი ინაცვლებს ქუჩაში ეროვნული წინააღმდეგობის გზით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქუჩას არ აქვს ალტერნატივა და ქუჩაში თავგანწირულ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ.
“ბიძინა ივანიშვილმა მოკლა არჩევნები ამ ქვეყანაში, მოკლა პოლიტიკური და პარტიული პროცესი, ამიტომაც, ბუნებრივია, ეს პროცესი ინაცვლებს ქუჩაში ეროვნული წინააღმდეგობის გზით. არამხოლოდ პოლიტიკურმა კლასმა, არამედ ქართველმა საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არ მივცემთ რუსეთიდან მართულ აგენტს, ივანიშვილს თავის კრიმინალურ გუნდთან ერთად მიიტაცოს ძალაუფლება, მიიტაცოს სახელმწიფო, ამიტომ დღეს, რა თქმა უნდა, ქუჩას არ აქვს ალტერნატივა და ქუჩაში თავგანწირულ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ აქციას გამართავს.