spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 99.50%-ის დათვლის შედეგად მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161).

მაია სანდუს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი დიასპორამ შეასრულა. მან საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ხარჯზე გაიმარჯვა, სადაც დიასპორამ ხმა მასობრივად სწორედ მოქმედ პრეზიდენტს მისცა. ეს სანდუს მეორე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

არჩევნებში აქტივობამ 54,3% შეადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები