საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა. მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო “მტკიცებულებაა”: რუსეთის მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა 300 000 დიასპორის ამომრჩეველმა გადაარჩინა… ჩვენი ძლიერი დიასპორის 1000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს, ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს მისცეს”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.