“რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს“- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გამოხმაურებებს.
როგორც მდინარაძემ განმარტა, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა.
“რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან!
პ. ს. ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო – უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა.
ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა…“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.