spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – კარვების გამოყენება თუ მოხდება, მოხდება შეტევითი ხასიათის ოპერაციისთვის

კარვები კონკრეტული ბრძოლისთვის ინსტრუმენტია, არვინ აპირებს თავდაცვის პოზიციაში ყოფნას. კარვების გამოყენება თუ მოხდება, მოხდება შეტევითი ხასიათის ოპერაციისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მაქსიმალური წნეხი ცესკოზე და გიორგი კალანდარიშვილზე.

“საჭიროა მაქსიმალური წნეხი ცესკოზე და პირადად კალანდარიშვილზე, რომ არ ცნოს და არ დაწეროს ის რიცხვები, რომლებიც ივანიშვილმა დაავალა. ამის შემდეგ კონსტიტუციით განსაზღვრულია 10 დღე, რომ ახალი პარლამენტი შეიკრიბოს და ცნოს საკუთარი ლეგიტიმურობა, ამის დაშვება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. სხვადასხვა ვერსიები განიხილება და დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ ვერსიებს შევაჯერებთ. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მოლოდინი ნებისმიერი სცენარის განვითარების. ეს კარვები კონკრეტული ბრძოლისთვის ინსტრუმენტია, არვინ აპირებს თავდაცვის პოზიციაში ყოფნას, ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ სინამდვილეში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, ამიტომ კარვების გამოყენება თუ მოხდება, მოხდება შეტევითი ხასიათის ოპერაციისთვის”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები