spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი გამოძიება, რომ დავადგინოთ რეალურად რასთან გვქონდა საქმე

ხმის ფარულობა, რომელიც მასშტაბურად იქნა დარღვეული ბიულეტენის ხარისხის გამო, იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მიუკერძოებელი გამოძიება, რომ ჩვენ დადგინდეს ეს იყო გულგრილობა თუ ეს იყო მიზანმიმართული ქმედებები.

“ხმის ფარულობა, რომელიც მასშტაბურად იქნა დარღვეული ბიულეტენის ხარისხის გამო, იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რადგან ფარულობა არის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპი და რა თქმა უნდა, არსებობს შეკითხვები, ცესკომ რა გააკეთა იმის შემდეგ, როდესაც ნახა, რომ საარჩევნო ფურცელზე მარკერის კვალი ჩანდა მის შესაცვლელად და ზოგადად რა ზომები გატარდა იმისთვის, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემური დარღვევები ვიხილეთ არჩევნების დღეს. იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მიუკერძოებელი გამოძიება, რომ ჩვენ ეს დავადგინოთ რეალურად რასთან გვქონდა საქმე – ეს იყო გულგრილობა თუ ეს იყო მიზანმიმართული ქმედებები“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები