spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ ნებაზე იძალადეს და მათ წაართვეს არჩევანი

მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი, როგორც წნეხი ხელისუფლებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მუდმივად უნდა იყოს, სანამ ხელისუფლება გონს არ მოეგება, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი გუნდი საკუთარი ამომრჩევლის გვერდით იქნება.

“მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი, როგორც წნეხი ხელისუფლებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მუდმივად უნდა იყოს, სანამ ხელისუფლება გონს არ მოეგება და რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, ვიქნებით ჩვენს ამომრჩეველთან, მათთან ერთად. ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ ნებაზე იძალადეს და მათ წაართვეს არჩევანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. 17:00 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები ვაგზლის მოედანზე, “თბილისი ცენტრალის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მოეწყობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები