spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ქვემო ქართლის რეგიონში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები