spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ამ პროცესის ფარგლებში, განსაკუთრებით, თბილისი იქნება ძალიან აქტიური

საპროტესტო მოძრაობა მძლავრი, მართალი, ღირსებით სავსე, გამარჯვებული ოპოზიციური კოალიციების მიერ, ხალხთან ერთად დაწყებულია და ამ პროცესის ფარგლებში, განსაკუთრებით, თბილისი იქნება ძალიან აქტიური, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სადმე მოიპარეს არჩევნები, თუ სადმე გადაწერეს, თუ სადმე საოცრებები იკადრეს – იყო თბილისი.

“ეს არ არის მსვლელობა ან რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიება. საპროტესტო მოძრაობა მძლავრი, მართალი, ღირსებით სავსე, გამარჯვებული ოპოზიციური კოალიციების მიერ, ხალხთან ერთად დაწყებულია და ამ პროცესის ფარგლებში, განსაკუთრებით, თბილისი იქნება ძალიან აქტიური. თუ სადმე მოიპარეს არჩევნები, თუ სადმე გადაწერეს, თუ სადმე საოცრებები იკადრეს – იყო თბილისი. გამარჯვებული ოპოზიციური, დემოკრატიული ძალები, აუცილებლად, დაუბრუნებენ ხალხს გამარჯვებას. ეს პროცესი მოითხოვს თანმიმდევრულობას, გამბედაობასა და მხნეობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები