კონტურები ნათელია, ეს არის ბრძოლა და შრომა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ გამარჯვება. ამისთვის აუცილებელია ასეთი, მაქსიმალური აქტიურობა ქუჩაში, შედეგზე ორიენტირებული, განგრძობადი პროცესი და ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და მუშაობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მასშტაბის გაყალბება საქართველოს არ უნახავს არასდროს.
“კონტურები ნათელია, ეს არის ბრძოლა და შრომა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ გამარჯვება. ამისთვის აუცილებელია ასეთი, მაქსიმალური აქტიურობა ქუჩაში, შედეგზე ორიენტირებული, განგრძობადი პროცესი და ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და მუშაობა. ეს არის ორი პარალელური პროცესი, რომელიც წარმატებით უნდა ვაწარმოოთ, რადგან იცით, რომ ამ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, იცით რომ მხოლოდ 9 ქვეყანამ, აქედან სამი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მხარი დაუჭირა ამ არჩევნებს. გასულ არჩევნებს არანაირად ვადარებთ ამ მოცემულობას. ამ მასშტაბის გაყალბება საქართველოს არ უნახავს არასდროს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.