ეს პროტესტი იქნება ყოველდღიური, ერთი კალენდარული დღეც არ ჩაივლის პროტესტის გარეშე. საბოლოო ჯამში, უახლოეს პერიოდში ეს უნდა გადაიზარდოს მძლავრ საპროტესტო მოძრაობად, რომელიც წააქცევს რეჟიმს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მელია აცხადებს, რომ ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმს შეეგუოს.
“ეს პროტესტი იქნება ყოველდღიური, ერთი კალენდარული დღეც არ ჩაივლის პროტესტის გარეშე. საბოლოო ჯამში, უახლოეს პერიოდში ეს უნდა გადაიზარდოს მძლავრ საპროტესტო მოძრაობად, რომელიც წააქცევს რეჟიმს.
მე ჩემს შვილს ამ რუსული პირობების რეჟიმში არ გავზრდი. მე მირჩევნია, ცოცხალი არ ვიყო, ვიდრე შევეგუო ივანიშვილის რეჟიმს და ვიცი, რომ ყველანი ასე ფიქრობთ. ამ ბრძოლაში თანადგომაა საჭირო, ერთმანეთის გამაგრებაა საჭირო. ამ ქვეყანას ჩვენ გარდა ვერავინ გადაარჩენს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.