ბარათაშვილის ხიდზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშა ფრიალებს. ჩვენ დავიწყეთ განსხვავებული საპროტესტო მოძრაობა. ჩვენი ნაბიჯები ყოველთვის იქნება მოულოდნელი სისტემისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხანდახან რთულია სიახლეები და ახალი ამოცანების შესრულება.
“ბარათაშვილის ხიდზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშა ფრიალებს. ჩვენ დავიწყეთ განსხვავებული საპროტესტო მოძრაობა. ჩვენი ნაბიჯები ყოველთვის იქნება მოულოდნელი სისტემისთვის. მთავარია ორგანიზებულობა და ამ ორგანიზებულობით უნდა მივყვეთ ამ პროცესს. დარწმუნებულები ვართ, რომ მივალთ გამარჯვებამდე. ხანდახან რთულია სიახლეები და ახალი ამოცანების შესრულება. მაგალითად, ხვალ რთულია 2 საათზე მოვიდეთ სპორტის სასახლესთან, მაგრამ სამშობლო არამარტო საღამოს, არამედ მთელი დღის მანძილზე არის ჩვენი და ეს სამშობლო უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.