spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – ამ მოსამართლემ საზოგადოებას აჩვენა, რომ ხმის ფარულობა იყო დარღვეული

ძალიან დიდი მადლობა თეთრიწყაროს მოსამართლეს, რომელმაც ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც დააკმაყოფილა შუამდგომლობა, გამოითხოვა ბიულეტენები და დარწმუნდა თვითონ, რომ ყველა ბიულეტენის უკან იყო დატოვებული კვალი.

“ჩვენ ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც იცით საია ასაჩივრებდა ყველა ტექნოლოგიებით ჩატარებული უბნის შედეგებს და ბათილობას ვითხოვდით, რადგან ფარულობის პრინციპი ყველგან დარღვეული იყო და ეს არც ერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. დარჩენილი იყო მხოლოდ თეთრი წყაროს სასამართლო, რომელიც იხილავდა წალკის და თეთრი წყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული განკარგულებების ბათილად ცნობის საკითხს და შესაბამისად, ტექნოლოგიური უბნების ბათილად ცნობის საკითხს. ეს პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და ეს იყო ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და გამოითხოვა ბიულეტენები და დარწმუნდა თვითონ, რომ ყველა ბიულეტენის უკან იყო დატოვებული კვალი, სწორედ ამიტომ, სასამართლომ დღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხს უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ მისი ხმა იქნება ფარული. ძალიან დიდი მადლობა თეთრიწყაროს მოსამართლეს, რომელმაც ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება აპელაციაში შეიცვლება, მაგრამ, ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ამ სასამართლოში, ამ მოსამართლემ საზოგადოებას აჩვენა, რომ ხმის ფარულობა იყო დარღვეული“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები