გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.
სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის განცხადებით, გორის 15 საარჩევნო უბანზე, წინასწარი შედეგების ქვითარში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემაჯამებელ ოქმებში მითითებული რაოდენობისგან განსხვავებული აღმოჩნდა.
საია სარჩელით გორში 69 უბნის ხოლო კასპში 26 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საარჩევნო პროცესის დროს ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, მოხდა ამომრჩეველზე ზეწოლა და მათი მოსყიდვა.