spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრიწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: “სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა”.

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!

შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან. მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)” – წერს მელია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები