როგორც ვიცით, გუშინ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს სტაბილურობა განპირობებულია სასამართლოს სტაბილურობით და იმით, რომ სასამართლო ასრულებს თავის მოვალეობას,- ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ სისტემაში, მათ შორის, იმ რეფორმების შედეგად, რომელიც საქართველოში გატარდა, მოსამართლე არის უაღრესად დაცული თავის საქმიანობაში.
“ჩვენ აქციაზე ვიდექით ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, სამშობლოსთვის, რადგან ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ გაგვყიდოს რუსეთის მონებად და მე უნდა დავიცვა ჩემი თავიც, ჩემი ოჯახიც და საქართველოც, რომ ჩვენ არ ვიყოთ რუსეთის გუბერნიის დანამატი. როგორც ვიცით, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს სტაბილურობა განპირობებულია სასამართლოს სტაბილურობით და იმით, რომ სასამართლო ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ, ნებისმიერ სისტემაში, მათ შორის, იმ რეფორმების შედეგად, რომელიც საქართველოში გატარდა, მოსამართლე არის უაღრესად დაცული თავის საქმიანობაში. მას ვერ ჩამოართმევ პასუხს თავისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება, რომ ითათბიროს მხოლოდ თავის სინდისთან და შინაგან რწმენასთან. სამწუხაროდ, რაღაც ეტაპზე ამან არ იმოქმედა და ჩვენი მოსამართლეთა ძირითადი ნაწილი ჩამოყალიბდა გარკვეულ ერთობად, რომელსაც კლანი დაერქვა და ეს იყო უცნაური, რადგან მათ სრული დაცულობა გააჩნიათ კანონის და სახელმწიფოს წინაშე. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩნდებიან განსხვავებული ღირსების მქონე ადამიანები და მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.