არ არსებობს ადამიანი საქართველოში, ვინც არჩევნებზე იყო, ბიულეტენი გააფერადა, ამოატრიალა ფურცელი და არ დაინახა, რომ მარკირება ეტყობოდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს არის თვალში ნაცრის შეყრა.
“აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა ყველა მიმართულებით. ეს იქნება ქუჩის აქცია, სასამართლოებში ბრძოლა თუ სხვა, რადგან საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება პროცედურულად დალაგებული ფაქტები, ის, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ ჩვენი თვალით. არ არსებობს ადამიანი საქართველოში, ვინც არჩევნებზე იყო, ბიულეტენი გააფერადა, ამოატრიალა ფურცელი და არ დაინახა, რომ მარკირება ეტყობოდა. “ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს არის თვალში ნაცრის შეყრა და რა თქმა უნდა, არ გამოუვათ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.