spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და დღევანდელი აქცია ერთობლივად ჩავატაროთ სწორედ სააპელაციო სასამართლოს ეზოში

ამ უმნიშვნელოვანესი პრეცედენტის დასაცავად ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ შევცვალოთ დღევანდელი შეკრების ლოკაცია და მივიდეთ სააპელაციო სასამართლოსთან 15:00 საათზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილებას ახლა დაცვა სჭირდება.

“გუშინ თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, სადაც ჩანს, რომ ელექტრონული წესით კენჭისყრის შედეგები უნდა გაუქმდეს, რადგან ვლადიმერ ხუჭუამ დაადგინა სწორედ ის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დარღვეულია არჩევანის ფარულობა, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური პრინციპი, რაც არ აძლევს მოქალაქეს შესაძლებლობას, რომ გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. ამგვარ დარღვევას ჰქონდა ადგილი ყველგან, სადაც ელექტრონული ხმის მიცემა ხდებოდა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.  ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, სადაც ერთმა მოსამართლემ გამოიჩინა წარმოუდგენელი გამბედაობა და პროფესიონალიზმი, ერთგულება კანონის წინაშე, სჭირდება დაცვა. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი პრეცედენტის დასაცავად ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ შევცვალოთ დღევანდელი შეკრების ლოკაცია და მივიდეთ სააპელაციო სასამართლოსთან 15:00 საათზე.

ასე რომ, ყველას, ვისაც გჯერათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა წაართვა ქართველ ხალხს, რომ ამით წაგვართვა არა მხოლოდ ერთი არჩევნების შედეგი, არამედ არჩევნების უფლება და ჩაატარა აღნიშნული არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ, მათ შორის, ელექტრონული კენჭისყრის გამოყენებით, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და დღევანდელი აქცია ერთობლივად ჩავატაროთ სწორედ სააპელაციო სასამართლოს ეზოში. შევიკრიბოთ ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების დასაცავად”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები