spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი სიორიძე – ამომრჩევლის 90%-ისთვის ფარულობა დარღვეულია, რაც არალეგიტიმურობის საფუძველია

ამომრჩევლის 90%-ისთვის ფარულობა დარღვეულია, რაც არალეგიტიმურობის საფუძველია. ამან უნდა გამოიწვიოს ხელახალი არჩევნები, –  ამის შესახებ ცესკოს წევრმა “ძლიერი საქართველოდან” გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2 263-ვე უბანზე მოხდა ის, რაც თეთრიწყაროში.

“თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიღო სამართლიანი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

მივიღეთ ის შედეგი, რომელიც უნდა მიიღოს ყველა ოლქში, ყველა შესაბამისმა სასამართლომ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2 263-ვე უბანზე მოხდა ის, რაც თეთრიწყაროში, შესაბამისად, ფარულობის კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული, ამომრჩევლის 90%-ისთვის ფარულობა დარღვეულია, რაც არალეგიტიმურობის საფუძველია. ამან უნდა გამოიწვიოს ხელახალი არჩევნები”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები