ბიძინა არის დამფრთხალი, შეშინებული. მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც სამართალია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა პოლიციელები ძალიან გაბრაზებულები უნდა იყვნენ, რადგან მათ არჩევანი წაართვეს.
“ბიძინა არის დამფრთხალი, შეშინებული. გუშინ ერთმა მოსამართლემ თქვა – სიმართლე არის სინათლეო და სინათლე ამ ქვეყანაში გაიმარჯვებს იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ამ ჩვენს პოლიციელებს უნდა ავუხსნათ, რომ მოჰპარეს არჩევანი. ისინი თავის საქმეს ასრულებენ, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ ძალიან გაბრაზებულები იმიტომ, რომ აქ არ არსებობს ორი საქართველო.
თუ ჩვენ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა დავამყაროთ სინათლე და სამართალი. მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც სამართალია”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.