მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც გადასული არიან მხოლოდ კრიტიკაზე – თუ ვინმეს თავში რამე ნიჭიერი მოგივიდათ, გარდა იმისა, რომ ვიღაც ლანძღოთ, მოგვაწოდეთ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა, რომ არ იყოს მხოლოდ ერთგვაროვანი პროტესტი.
“მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც გადასული არიან მხოლოდ კრიტიკაზე და ამბობენ, რომ რა გეგმა აქვს ოპოზიციას, თუ რამე კონკრეტული გაქვთ, მოგვაწოდეთ. ოპოზიციაც ისეთივე ნაწილია საზოგადოების, როგორიც საზოგადოებაა. ამიტომ, თუ ვინმეს თავში რამე ნიჭიერი მოგივიდათ, გარდა იმისა, რომ ვიღაც ლანძღოთ, მოგვაწოდეთ, განვიხილავთ და თუ თუ ის არის ოქროს შუალედი, სიამოვნებით გავითვალისწინებთ.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, კოორდინაცია გვაქვს და ვთვლით, რომ ეს არ უნდა იყოს ერთგვაროვანი პროტესტი. მე ვთვლი, რომ რუსთაველი, ისევე როგორც, თბილისი არ არის მთელი საქართველო, პროტესტი ყველგან თანაბარია”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.