უფრო და უფრო მწვავე იქნება ჩვენი პროტესტი. კარვებიც იქნება, სხვა საკითხებიც იქნება, მაგრამ ეს იქნება მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელის ამას ხელისუფლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების ხელახალი ჩატარების შემდეგაც კი აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.
“ჩვენ არჩევნების გაუქმებას ვითხოვთ 100%-იანი ფარულობის დარღვევის გამო. როცა ვსაუბრობთ საერთაშორისო გამოძიებაზე, შეიძლება ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ საერთაშორისო გამოძიება ამაზე უნდა ჩატარდეს.
უფრო და უფრო მწვავე იქნება ჩვენი პროტესტი, ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით. ყველაფერს სჭირდება მომზადება და შესაბამის დროს სწორი ნაბიჯების გადადგმა. კარვებიც იქნება, სხვა საკითხებიც იქნება, მაგრამ ეს იქნება მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელის ამას ხელისუფლება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.