spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ყველა მნიშვნელოვანი გამზირი, ქალაქი უნდა გაჩერდეს და სიმრავლით, დემოკრატიულად უნდა მოვგუდოთ ეს რეჟიმი

ყველა მნიშვნელოვანი გამზირი, ქალაქი უნდა გაჩერდეს და სიმრავლით, დემოკრატიულად უნდა მოვგუდოთ ეს რეჟიმი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლება ძალიან მალე უნდა დაეცეს.

“ჩემდა გასაკვირადაც მოულოდნელად  და სწრაფად დაეცემა ეს ხელისუფლება, როგორც დაცემულა ბევრი რეჟიმი. ეს ხდებოდა წინააღმდეგობების პირობებში, რომელიც იყო სხვადასხვა ხარისხისა და მასშტაბის, მაგრამ იყო მუდმივად.

მე არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სანთელივით დადნეს, ეს ხელისუფლება უნდა დაეცეს, თან ძალიან მალე.

ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ოპოზიციურ პარტიას მოჰპარა შედეგი, არჩევანი. დიახ, ჩვენ მოგვპარეს არჩევანი, ჩვენ მოგვპარეს ხმა.

ვაცნობიერებთ, რომ ერთი და იმავეს კეთებით, ერთსა და იმავე შედეგზე გავალთ. ყველა მნიშვნელოვანი გამზირი, ქალაქი უნდა გაჩერდეს და სიმრავლით, დემოკრატიულად უნდა მოვგუდოთ ეს რეჟიმი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები