spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – მთელი პოლიტიკური კრიზისი არის “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა

მთელი პოლიტიკური კრიზისი, რაც დღეს ქვეყანაშია, არის “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, ამ ეტაპზე ოპოზიციაზე გადავიდეს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ დაკარგა ყველაზე დიდი პერსპექტივა, ისტორიული მისია, საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება და ეს არის დრამატიზმი.

“ყველას დამოკიდებულება ცნობილია ამ არჩევნების მიმართ, ოპოზიციამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, საქართველოს მოქალაქეებმა, ვისაც ამ ქვეყნის ხილვა უნდა პროდასავლურ ვექტორზე გაიმარჯვა ამ არჩევნებში, შესაბამისად, ის მოპარული ნება, პირველ რიგში, არის იმის შედეგი,თუ, რამდენად კრიმინალურად, ორგანიზებულად, კრიმინალური სქემით მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება და მან ჩაიდინა დანაშაული. მთელი პოლიტიკური კრიზისი, რაც დღეს ქვეყანაშია, არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, ამ ეტაპზე ოპოზიციაზე გადავიდეს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, რადგან, რეალურად, ჩვენ შეიძლება ძალიან დრამატული სიტუაცია მივიღოთ და მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ ვიღაცა დანებდეს და სიტუაციამ ისეთი სახე მიიღოს, ამ ქვეყანაში პროდასავლური ოპოზიცია საერთოდ აღარ იყოს. რაც შეეხება გეგმას, ეს არის მნიშვნელოვნად არაღიარებაზე დგომა, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი არასდროს დასრულდება ბიძინა ივანიშვილის პირობებში, მე ვერ ვხედავ პერსპექტივას,რომ ცივილიზებულმა სამყარომ აღიაროს ივანიშვილის არჩევნები. ჩვენ დავკარგეთ ყველაზე დიდი პერსპექტივა, ისტორიული მისია, საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება და ეს არის ის დრამატიზმი, რომელშიც ახლა ვართ. გეგმა არის ზუსტად ეს – არაღიარება, ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც დამთრგუნველია ხელისუფლებისთვის და აქციები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე აქტიურობა, რადგან თუ გაჩერდება ეს ყველაფერი გაგრძელდება არაკანონიერი ქმედებები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები