spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

16 და 19 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

უეფას ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო 19 ნოემბერს – ჩეხეთში.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ორივე მატჩისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანები დამონტაჟდება.

“16 ნოემბერს საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის შეხვედრა გაიმართება. ასევე, 19 ნოემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრები გასვლით მატჩს ჩეხეთში გამართავს. თბილისელ გულშემატკივარს, ვინც ვერ ახერხებს აღნიშნულ თამაშებზე დასწრებას, ვთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და კვების ობიექტებს განვათავსებთ. შევქმნით ყველანაირ პირობას, რომ გულშემატკივარმა უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც 16 ნოემბრის, ისე 19 ნოემბრის შეხვედრაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს. ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ნაკრებს და განსაკუთრებით სჭირდებათ გულშემატკივრობა“, – განაცხადა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები