უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
“ვიხსენებ ჩვენს შესანიშნავ შეხვედრას პრეზიდენტ ტრამპთან ჯერ კიდევ სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-ამერიკის ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, “გამარჯვების გეგმა” და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების ხერხები. ვაფასებ გლობალურ საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას “მშვიდობა ძალის მეშვეობით” მიდგომის მიმართ. ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია სამართლიანი მშვიდობის მოტანა უკრაინაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად განვახორციელებთ მას.
მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინის მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში”,- წერს ზელენსკი.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა ფლორიდაში უკვე მიმართა მხარდამჭერებს და გამარჯვება იზეიმა.