spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – სადაც მონაწილეობა იქნება ამ კრიმინალურ პროცესში, ყველგან გავმართავთ პროტესტს

სასამართლო მონაწილეობს იმ კრიმინალში, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, შესაბამისად, ჩვენ ვთქვით, რომ, სადაც მონაწილეობა იქნება ამ კრიმინალურ პროცესში, ყველგან გავმართავთ პროტესტს. ეს იქნება ქვეყნის ყველა წერტილში, ყველა შენობაში თუ სხვა ადგილას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი იქნება ყოველდღიური, მოძრავი და იქნება იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ გაყალბებაში.

“სასამართლო მონაწილეობს იმ კრიმინალში, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, შესაბამისად, ჩვენ ვთქვით, რომ, სადაც მონაწილეობა იქნება ამ კრიმინალურ პროცესში, ყველგან გავმართავთ პროტესტს. ეს იქნება ქვეყნის ყველა წერტილში, ყველა შენობაში თუ სხვა. ეს იქნება ყოველდღიური, მოძრავი და იქნება იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ გაყალბებაში, სუსიდან დაწყებული, ცესკოს თანამშრომლებით დასრულებული. ეს ჩვენი პროტესტი არის მრავალეტაპიანი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციური კოალიციები მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას მართავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები