spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – მოგვყევით და მერწმუნეთ, გავიმარჯვებთ ამ პროცესში

რეალურად, ხელისუფლება ვართ ჩვენ, ყველა შემდგომ ეტაპზე იქნება უფრო მწვავე პროტესტი. მოგვყევით და მერწმუნეთ, გავიმარჯვებთ ამ პროცესში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალი არის  მწვავე პროტესტი.

“ჩვენ ქვეყნის გარეთ და შიგნით ვმუშაობთ ძალიან სისტემურად. ვხედავთ, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ აქვს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ  შევაგროვეთ ყველა მტკიცებულება, მივაწოდეთ ყველას და ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ახლა მნიშვნელოვანია პროტესტი. პროტესტი უნდა იყოს სისტემური, თანმიმდევრული და შინაარსობრივი. ყველა შემდგომ ეტაპზე იქნება უფრო მწვავე პროტესტი. მოგვყევით და მერწმუნეთ, გავიმარჯვებთ ამ პროცესში. რეალურად, ხელისუფლება ვართ ჩვენ, ესენი არიან თვითმარქვიები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები