ეს არის ყალბი გამოძიება. ამ გამოძიების მიმართ არავითარი ნდობა არ გამაჩნია. მოვედი მაგისტრატ მოსამართლესთან იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის სახელით დავიცვათ ის ხმები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოჰპარეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მან კონკრეტული მტკიცებულებები მიიტანა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
“ეს არის ყალბი გამოძიება, ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ დაიწყო ცესკოს და ივანიშვილის კარნახით. შესაბამისად, ამ გამოძიების მიმართ არავითარი ნდობა არ გამაჩნია. მოვედი მაგისტრატ მოსამართლესთან იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის სახელით დავიცვათ ის ხმები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოჰპარეს. რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულებები მოვიტანე. ამ მტკიცებულებების შესახებ ხელისუფლებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.
ჩვენება იწერება და როდესაც დადგება ნამდვილი გამოძიების ჩატარების დრო, ეს ჩვენება, რომელსაც მივცემ, დარჩება და ნამდვილ გამოძიებას გადაეცემა.
სასამართლოში დაკითხვის მუხლი არ დაგვიწერია ამ ცირკისთვის, რასაც ახლა სამწუხაროდ, ის უწყება, სადაც 11 წელი ვმუშაობდი, აქ აწყობს და ვითომ გამოძიებას ატარებენ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება.