spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ ხმალაძე – “ქართული ოცნების” მოლოდინი, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ საგარეო კუთხით რაიმე შეიცვლება, მცდარია

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკა საქართველოს მიმართ რაც აქამდე იყო, არ მგონია, ახლა შეიცვალოს, ასე რომ “ქართულ ოცნებას” რატომ უხარია ტრამპის გამარჯვება, ჩემთვის, გაუგებარია, – ამის შესახებ Front News-თან კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მოლოდინი, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ საგარეო კუთხით რაიმე შეიცვლება, მცდარია.

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკა საქართველოს მიმართ რაც აქამდე იყო, არ მგონია, რომ ახლა შეიცვალოს, ასე რომ, “ქართულ ოცნებას” რატომ უხარია ტრამპის გამარჯვება, ჩემთვის, გაუგებარია.

თავიდანვე ტრამპს რომ უჭერდნენ მხარს და ფიქრობდნენ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვლებოდა ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მაშინაც მიმაჩნდა ძალიან მცდარ მოლოდინად და მცდარ განცხადებად”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კითხვაზე, მსოფლიოსთვის, კერძოდ უკრაინისთვის რა შეიცვლება დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ვახტანგ ხმალაძე პასუხობს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას ან მსგავს ქმედებას ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ არ ელის.

“ვერ გეტყვით, რა შეიცვლება. ტრამპი საკმაოდ წინააღმდეგობრივი ადამიანია, ეს ჩანდა მისი პრეზიდენტობის დროსაც და შემდეგ პერიოდშიც. ერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, ტრამპის მოქმედებები უფრო ენერგიული იყო, ვიდრე მისი წინამორბედის და შემდეგი პრეზიდენტისა. ეს ენერგიული მოქმედებები მას ახასიათებს, თუმცა საით იქნება ეს მიმართული გამიჭირდება თქმა, მაგრამ რაიმე არსებითი, რომ მოხდეს ამერიკის პოლიტიკაში, მაგალითად, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა ან რაიმე მსგავსი, ეს არ მგონია, რომ მოხდეს”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები