spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით დიპლომატიური მიმართულებით

რა მოხდება ამის შემდეგ, როგორ შეიძლება მოვითხოვოთ, უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიებისა და რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელ ვითარებაში ევროკავშირში – ამაზე იყო საუბარი, – ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა ანა დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა დახურული იყო და ემსახურებოდა ერთმანეთის ინფორმირებას.

“ეს იყო მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება პროტესტზე, როგორ დავასრულეთ მუშაობა საგამოძიებო მტკიცებულებების ანგარიშზე. საუბარი იყო იმაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს საერთაშორისო გამოძიებას, როგორ არის, მათ შორის, ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით შემზადებული, როგორ შევაგროვეთ მტკიცებულებები, რამდენად მზად ვართ და რა ეტაპებად შეიძლება გაგრძელდეს შემდეგი პროტესტი. პროტესტი მიჰყავს ქართულ ოპოზიციას და პრეზიდენტი ამის ქომაგია.

რა მოხდება ამის შემდეგ, როგორ შეიძლება მოვითხოვოთ, უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიებისა და რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელ ვითარებაში ევროკავშირში – ამაზე იყო საუბარი.

ძალიან გააქტიურდება მუშაობა განსაკუთრებით დიპლომატიური მიმართულებით, იმიტომ, რომ  ევროკავშირი დაინტერესებულია, თვალყურს ადევნებს, რაც აქ ხდება.  ეს პარლამენტი რჩება არაღიარებული ამ ეტაპზე.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით ელჩებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და ასევე საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ, მოკლედ მოგახსენებთ – ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, ყველაზე კარგი წყარო არის პრეზიდენტი და აწვდის ზუსტ ინფორმაციას ჩვენს მეგობრებს”, – განაცხადა დოლიძემ.

ოპოზიციური კოალიციები პრეზიდენტ ზურაბიშვილს  შეხვდნენ. შეხვედრა დახურული იყო. როგორც ცნობილია, საქმე არჩევნების გამოძიების ჩატარების მოთხოვნას ეხებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები