spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გოჩა ჯავახიშვილი – დღეს რა სიტუაციაშიც ვართ, ეს ქმნის ძალიან მძიმე ფონს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში

დღეს რა სიტუაციაშიც ვართ, ეს ქმნის ძალიან მძიმე ფონს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, მოსახლეობაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც ითხოვს, რომ გამოძიებული იქნეს ის დარღვევები, რომლებიც თვალსაჩინოა და ვიდეოები არსებობს.

“დღეს რა სიტუაციაშიც ვართ, ეს ქმნის ძალიან მძიმე ფონს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. ფაქტობრივად, ისინი ელოდნენ და არაერთგზის გაიმეორეს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნებოდა დემოკრატიის ტესტი და ყურადღებით აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესებს.  მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიცია მოიპოვებდა ხმებს, რომ შექმნილიყო კოალიციური მთავრობა, რაც არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს იქნებოდა ერთგვარი გამოსავალი, იმისთვის, რომ დასავლეთს ჩვენთან პრეტენზიები არ ჰქონოდა.

ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, მოსახლეობაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც ითხოვს, რომ გამოძიებული იქნეს ის დარღვევები, რომლებიც თვალსაჩინოა და ვიდეოები არსებობს. მეც იმედი მაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა და ამომრჩევლებს არ დარჩებათ უსამართლობის განცდა“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები