ვინც აქციებზე ხალხის რაოდენობაზე წუხს, ამ ადამიანებს ვურჩევ, გამოვიდნენ და უფრო მეტნი ვიქნებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანი პროტესტის გაგრძელებაა.
“რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს. “ქართულ ოცნებას” არჩევნები არ მოუგია, მათ უბრალოდ თავხედურად გამოიცხადეს თავი გამარჯვებულად.
ვინც აქციებზე ხალხის რაოდენობაზე წუხს, ამ ადამიანებს ვურჩევ, გამოვიდნენ და უფრო მეტნი ვიქნებით. აქ არ წყდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი, აქ წყდება საქართველოს მომავალი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.